ანრი ჯოხაძე ბაქოში პროექტს "Seat Belt Slide" დაესწრო

საგზაო უსაფრთხოების ქართველი ელჩი ანრი ჯოხაძე ქალაქ ბაქოში იმყოფება. ის მიწვეულია EASST-სა და Fia Foundation-ის ერთობლივ პროექტზე "Seat Belt Slide". ღონისძიება 23 აპრილს გაიმართა, რომლესაც 2011 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ნიკიც ესწრებოდა. ნიკი აქტიურადაა ჩართული საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში. ანრი ასევე აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერში იმყოფებოდა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლი ანრი ჯოხაძის მონაწილებოთ, რომელიც ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთობლივი თანამშრომლობით მოამზადა. კლიპში მომღერალი ანრი ჯოხაძე მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ ბავშვების სიცოცლხეს გზებზე, არ დასვან ისინი ავტომობილის წინა სავრძლებში და გამოიყენონ  ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეცილური დამჭერი სავარძლები.

მოგეხსენებათ, ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე საერთაშორისო ორგანიზაცია EASST-ის ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. მას საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.