აზბესტით დაბინძურების არასათანადო მონიტორინგი და რეგულაცია

რადიო თავისუფლების სტუმარი გარემოს დაცვის პოლიტიკის საკითხების ექსპერტთან, გიორგი გარდავასთან ერთად იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია. გადაცემის მთავარი თემა უკავშირდებოდა გარემოს აზბესტით დაბინძურების არასათანადო მონიტორინგსა და რეგულაციას. წარმოდგენილ იქნა აზბესტის შემცველ ხუნდებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა  საკონტროლო შესყიდვა და ბაზრობებზე შეძენილ სამუხრუჭე ხუნდების 55%-ზე მეტი იყო აზბესტის შემცველი. სტუმრებმა განიხილეს თუ რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორია ქვეყანაში არსებული პოლიტიკა და რეგულაციები.

https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%96%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/30240711.html?fbclid=IwAR3FuZV2dp3SW7SgTyjn8kbl9GW7AzwZ8IIXH7fSeZ67-L2XeUhUcqf_JqI

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.