TV იმედის ეთერში საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი რუსთავში

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით, რუსთავში მდებარე საქველმოქმედო ცენტრ ,,საქართველოს კარიტასის’’ცენტრ ,,თბილი სახლის’’ ბავშვებს  ჩაუტარდათ საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ პროექტი ფარგლებში, რომელიც ტელე იმედის დილის ეთერში ქრონიკაში გასულ სიუჟეტში გაშუქდა. პრეზენტაციისას ფონდის ტრენერი ბავშვებს საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა, ასევე გააცნო მთავარი საგზაო რისკები და სტატისტიკა, ტრეინინგს  დაესწრნენ  პროექტის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსის უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის- EASST“-ის წარმომადგენელი კორინ ვაიბერტი და  საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის -FIA FOUNDATION-ის წარმომადგენელი მონალიზა ადაგარი.პრეზენტაციის შემდგომ, მოხდა პროექტის ფარგლებში გადაღებული სპეციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, ასევე  ბავშებს საჩუქრად გადაეცათ საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო წიგნები, ღამით მოძრაობისთვის განკუთვნილი ამრეკლი სამაჯურები, სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები და ტკბილეული.

https://www.youtube.com/watch?v=oSCBPe4y1Zs&feature=youtu.be

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.