SoS მოწამლული ჰაერი!

ტელეარხ რუსთავი 2-ზე გადაცემის „სხვა შუადღე“ სტუმარი იყო ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. გადაცემის მთავარი თემა იყო ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მოსალოდნელ შედეგებზე. გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭიროა ნაბიჯების გადადგმა ორი  -  სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის და საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი აზრით, უნდა დაინერგოს საწვავის ხარისხის მონიტორინგის, მარკირების მექანიზმები. ასევე, აუცილებელია ხელი შეეწყოს გარემოსთან მეგობრული საზოგადოებრივი და არამოტორიზებული ტრანსპორტის გამოყენებას.

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/167464474171871/




სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.