SOS- თბილისის სატრანსპორტო პრობლემები

15 სექტემბერს, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თბილისში სატრანსპორტო პრობლემების შესახებ. დისკუსიის მომხსენებლად მიწვეული იყვნენ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა და თბილისის მერიის სატრანპორტო სამსახურის წარმომადგენელი.

დისკუსიისას განიხილეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარება, ტრანსპორტით გამოწვეული პრობლემები, საცობები, ქვეითთა გადასასვლელების პრობლემა და ჰაერის დაბინძურება. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა მერიის ხედვაზე სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.