სემინარი „უსაფრთო გზები და ტრანსპორტი“

29 აგვისტოს, სასტუმრო რადისონში, ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ ერთდღიანი სემინარი „უსაფრთო გზები და ტრანსპორტი“ გაიმართა, რომელსაც მხარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უჭერდა. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, ასევე, ხელისუფლების, ბიზნესის, აკადემიური წრეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარომადგენლები.

სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება: დიალოგი პროგრესისათვის“ ფარგლებში. სემინარის მიზანია საზოგადოებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ევროპული რეგულაციებისა და მათი შესრულების ვადების შესახე; ასევე, საქართველოში საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის,  რეგიონებში ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. სემინარის მონაწილეები  გაეცვნენ ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტს „მეგობრული გზები“ და ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მიღებული მონაცემების - საქართველოს გზებზე არსებული საფრთხეებისა და პრობლემების შესახებ და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

შეხვედრის მონაწილეების შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საკოორდინაციო და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების კუთხით ტრანსპორტის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე. აღნიშნული ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს  და საზოგადოებას  პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.