პროექტი - საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში

პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გაიმართა კამპანია „არ დაარღვიო საგზაო წესები“.  კამპანიის დროს, კახეთის რეგიონის სკოლებში ჩატარდა ტრენინგები.   ქუჩის აქციები გაიმართა თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოში; გამოცხადდა სასკოლო კონკურსი მოსწავლეებისთვის და მედია კონკურსი ჟურნალისტებისთვის, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ბროშურები, საგზაო უსაფრთხოების სახელმძღვანელოები, რეფლექტორები და სტიკერები. კამპანიისთვის გადაღებულ იქნა სარეკლამო რგოლი, სადაც პროექტის სახე _ პაატა გულიაშვილი (მსახიობი და თელავის თეატრის დირექტორი) მონაწილეობს. ვიდეოში ნაჩვენებია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და სიჩქარის გადაჭარბების პრობლემა. რეკლამა გავრცელდა საქართველოს ტელევიზიების საშუალებით. პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით.

https://www.youtube.com/watch?v=gUX89fCaL2I  
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.