"ისარგებლე ველოსიპედით"

20 მაისს თბილისის ქუჩებში გაიმართა აქცია სახელწოდებით ,,ისარგებლე ველოსიპედით”, რომლის ფარგლებში მოეწყო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ქალაქის გავლით მზიურის პარკამდე, სადაც გაიმართა სტუდენტური კონცერტი აქციის მონაწილეთათვის. ზემოდ ხსენებული აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ ,,მწვანე კლუბი“ და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“. აღნიშნულ ღონისძიებას მხარი დაუჭირა და მასში მონაწილეობა მიიღო ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომლის წარმომადგენლებმა მსვლელობის განმავლობაში აქციის მონაწილეებს დაურიგეს სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის მასალები, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ, უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მნიშვნელობას და ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოების ნორმებს შეეხებოდა. სტუდენტებს დაურიგდათ ასევე, სამაჯურები, სამკერდე ნიშნები, ამრეკლი ნიშნები ფეხითმოსიარულეთათვის და ა.შ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.