აქცია ბათუმში - ,,არ დაცადო ბედი, შეიკარი ღვედი"

ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით ბათუმში თბილისის მოედანზე აქცია, სახელწოდებით: ,,არ დაცადო ბედი, შეიკარი ღვედი" გაიმართა.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის ფლაერები და სტიკერები დაურიგდა, რომლებიც სპეციალურად სხვადასხვა სლოგანებითა და მოწოდებებით მძღოლებისთვის დამზადდა. აგრეთვე, დარიგდა ფეხითმოსიარულეებისთვის სპეციალური ე.წ. ამრეკლი საშუალებები, რომელიც მათ სიბნელეში გადაადგილებისას დაეხმარებათ, რათა უკეთ ხილვადები იყვნენ მძღოლებისთვის.

ფონდი გეგმავს, რომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდეს საკურორტო ზონების მიმართულებით, რადგან მოძრაობა გზებზე განსაკუთრებით გადატვირტულია ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მოსახლეობას ჭირდება კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვით გადაადგილება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.