ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლების გამოყენების წახალისება საქართველოში

EASST-ის პარტნიორი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თანამშრომლობს FIA-ს წევრ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან, რათა ხელი შეუწყონ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლების გამოყენებას საქართველოში და ადვოკატირებენ იმ მიზნით, რომ კანონმდებლობით მათი გამოყენება სავალდებულო გახდეს.

პროექტი მოიცავს საბაზისო კვლევას, რათა უკეთ შემუშავდეს კონკრეტული მესიჯები და აქტივობები, რომლებიც საჭიროა საქართველოში ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლების გამოყენების გაზრდისათვის. კვლევას მოჰყვება ცნობიერების ამაღლების ეროვნული მედია კამპანიები და ამ საკითხის საჯარო სივრცეში წარმოდგენა. ამის შემდეგ, პროექტის ფარგლებში პარტნიორები მოახდენენ საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლების გამოყენების აუცილებლობა საკანონმდებლო დონეზე და კანონმდებლობის შესაბამისი აღსრულება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.