პროექტი - ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე

პროექტის „დავიცვათ ბავშვების უფლებები საქართველოს გზებზე“ მიზანი იყო 12 წლამდე ბავშვების გარდაცვალებისა და დაშავების რისკების შემცირება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. ცნობილი მომღერალი ანრი ჯოხაძე გახდა კამპანიის სახე; იგი მონაწილეობდა პროექტის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ დამზადებულ ვიდეო კლიპში, რომელიც მშობლებს მოუწოდებდა დაემორჩილონ საგზაო უსაფრთხოების კანონს და არ დართონ 12 წლამდე ბავშვებს წინ დასმის ნება. ვიდეო კლიპი რეკლამის სახით გაშუქდა საქართველოს სატელევიზიო არხებზე. პროექტის ფარგლებში, სამშობიარობებში ახალშობილი ბავშვების მშობლებს გადაეცათ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძლები, რომელიც ავტომობილით მგზავრობის დროს გამოიყენება. მომზადდა სპეციალური რჩევები ბავშვთა უსაფრთხო გადაყვანის შესახებ და ფლაერების სახით სამშობიაროებსა და ქუჩაში დარიგდა. პროექტს მხარს უჭერდნენ BP საქართველო, EASST და Fia Foundation.

http://www.myvideo.ge/v/1697979
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.