პროექტი - ბავშვების საგზაო უსაფრთხოება

2012-2014 წლებში, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მონაწილეობდა პროგრამაში „დიალოგი საჯარო პოლიტიკაზე არასამთავრობო სექტორსა და პარლამენტს შორის“. პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე სემინარი, კვლევა და ადვოკატირების კამპანია ჩატარდა. ფონდის „პარტნორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მთავარი მიზანი იყო ბავშვების საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ფონდის წარმომადგენლები  მუშაობდნენ 12 წლამდე ასაკის ბავშვების  საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, როგორიცაა  ბავშვებისთვის  მანქანის წინა სავარძელზე ჯდომის აკრძალვა და ბავშვებისთვის უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მნიშვნელობა.  ფონდის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა. კვლევით დადგინა, რომ საქართველოში ბავშვების  59.6%  იყენებს მანქანის წინა სავარელს და მათგან 15% არ იყენებს უსაფრთხოების ღვედს. მაშინ, როცა რეგიონებში ბავშვების 70% იყენებს მანქანის წინა სავარძელს და მათგან კიდევ უფრო მეტი არ იყენებს უსაფრთხოების ღვედს. ფონდმა აქტიურად იმუშავა ბავშვების საგზაო უსაფრთხოებაზე, ჩვენი რეკომენდაციები გავუგზავნეთ პარლამენტს და კანონის მიღებამდე აქტიური კომუნიკაცია დავამყარეთ პარლამენტთან. საბოლოოდ, ჩვენი მუშაობა დასრულდა საგზაო მოძრაობის კანონის ცვლილებით. 2014 წლის 1 მარტიდან, 12 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია მანქანის წინა სავარძელზე ჯდომა და კანონდარღვევა ჯარიმდება 40 ლარით. პროგრამა მომზადდა „ვესმინსტერის ფონდი დემოკატიისთვის“ მიერ ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის მხარდაჭერით. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.