ჩვენი მიზანია უსაფრთხო გზები ყველასთვის - ღონისძიება სკოლაში

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გაერთიანებული ერების მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიას შეუერთდა. ფონდმა სპეციალური აქცია მოაწყო თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში, სადაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფონდის მიერ გამართულ აქციაზე მოწვეული იყო ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც თავის მხრივ ჩაერთო კამპანიაში მსოფლიოს  ფეხითმოსიარულეთა დასაცავად. მოწვეულმა სტუმარმა სკოლის მოსწავლეებს ესტონური გამოცდილება გაუზიარა. ბავშვებს ასევე ჩაუტარდათ სახალისო გაკვეთილი ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოების შესახებ.
გაეროს მეორე მსოფლიო კვირეული ფეხითმოსიარულეების უსაფრთხოებას ეძღვნება. კვირეული გაიმართება 6-12 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება მსვლელობები. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კვირეულის ძირითადი მესიჯებია "მე ვარ ფეხითმოსიარულე!", "მე ფეხით დავდივარ!" და "ჩვენი მიზანია უსაფრთხო გზები ყველასთვის!".

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.