უსაფრთხო გზების განვითარების ახალი მცდელობები - რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში „ეხო კავკაზა“

23 სექტემბერს, რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში „ეხო კავკაზა“ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ წარმომადგენელმა გელა კვაშილავამ.

გადაცემაში საუბარი იყო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, განიხილეს ავტო-საგზაო შემთხვევების ზრდის სხვადასხვა მიზეზი, როგორიცაა  მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯამრიმის ოდენობის შემცირება, არაეფექტური აღსრულების პრობლემა და საგზაო მოძრაობის დაბალი კულტურა საზოგადოებაში.  როგორც ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, ავარიათა დიდი ნაწილი ახალგაზრდა მძღოლების გამოუცდელობითა და საგზაო წესების არცოდნით არის გამოწვეული, რაც მიუთითებს მართვის მოწმობის გაცემის წესების გაუმჯობესების საჭიროებაზე

 

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.