შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა წარმოადგინა

24 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევების  სტატისტიკის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრმა პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია მომზადებული იყო სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ. პრეზენტაციას ესწრებდოდნენ ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" თანამშრომლები, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთვარობო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.
საგზაო შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2008 წელი გამოირჩეოდა ავტოვარიებისა და დაშავებულთა დიდი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ წლებში ავარიებისა და დაშავებულების რიცხვმა იკლო, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროპის სხვა ქყვენებთან შედარებით საკმაოდ მძიმე სტატისტიკური მდგომარეობაა საქართველოში. წლის განმავლობაში  ყველაზე კრიტიკული თვე ივლისი-აგვისტოა, ამ პერიოდში ავტოავარიების რიცხვი იმატებს.
პრეზენტაციაზე განხილული იყო სხვადსხვა პრობლემები და შემოთავაზებები საგზაო უსაფრთხოების კუთხით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გვპირდება მსგავსი პრეზენტაციების გამართვას.

PS. პრეზენტაციის გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ლინკიდან:  http://www.safedrive.ge/avariebi-2011.23.04.pptx

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.