საგზაო უსაფრთხოების შესახებ მედია კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები

24 ივლისს თელავის მედია კაფეში, საგზაო უსაფრთხოების შესახებ მედია კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოძრაობის ორგანიზაციის და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა მამუკა პატაშვილმა დააჯილდოვეს. ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” კონკურსის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო სტატია, რადიო გადაცემა და ტელე სიუჟეტი გამოავლინა.

გამარჯვებული ჟურნალისტები iPad-ებით დაჯილდოვდდნენ. საუკეთესო რადიო გადაცემისთვის პრიზი რადიო ,,ჰერეთის’’ საინფორმაციო სამსახურის

ხელმძღვანელმა, გიორგი ალადაშვილმა მიიღო. საუკეთესო სტატიაში გამარჯვებულად გაზეთ ,,სპექტრის’’ ჟურნალისტის, თამარ კაპანაძის ჟურნალისტური ნამუშევარი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ტელე სიუჟეტის მომზადებისთვის ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ ჟურნალისტი ეთერ თეთრაძე დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე სხვა ჟურნალისტებს სიგელები გადაეცათ.
კონკურსი პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” ფარგლებში გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.