"კოდალას აკადემია"-ს საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები დაემატა

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და საგანმანათლებლო ვებ-გვერდი "კოდალას აკადემია"-ს ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა ვიდეო-გაკვეთილები საგზაო უსაფრთხოების შესახებ. ვიდეო გაკვეთილები განთავსებულია კოდალას ვებ-გვერდზე www. Kodala.ge, სადაც მსურველს შეუძლია იხილოს სხავდასხვა საგნის ვიდეო-გაკვეთილები.
გვერდის საგზაო უსაფრთხოების განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია საგზაო წესების შესახებ, კერძოდ კი, ახსნილია საგზაო უსაფრთხოების სწავლების მნიშვნელობა, ქუჩის გადაკვეთის წესები, შუქნიშნის არსი და უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მნიშვნელობა. ვიდეო-გაკვეთილები საგზაო უსაფრთხოების შესახებ მომზადდა ბავშვებისათვის. "კოდალას აკადემიის" ვიდეო-გაკვეთილების ძირითადი აუდიტორიაა სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც კიდევ ერთხელ სურს დავიწყებული გაკვეთილები გაიხსენოს.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ ვიდეო-გაკვეთილების დამზადების მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით განათლების გავრცელების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.