საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სემინარი

2014 წლის თებერვალში, თბილისში გაიმართა საგზაო უსაფრთხოების სემინარი. სემინარი მომზადდა ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. სემინარი გახსნა ჰანს ჰორბახმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელმა და დავით ნარმანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა.  შეხვედრის მიზანი იყო  საქართველოში საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოების  განვითარებაზე დისკუსია და გამოცდილების გაზიარება. სემინარში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ ჰოლანდიელი ექსპერტები. სემინარზე პრეზენტაცია გამართა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგზაო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის ექსპერტებმა.  წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების, უსაფრთხოების  წესების, მენეჯმენტის, პროგრამირების და მოძრაობის საზომი სისტემების სხვადასხვა ასპექტებზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.