პროექტი - საწვავის ეკონომიკის გლობალური ინიციატივა (GFEI)

ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით, განახორციელა ინიციატივა - „საავტომობილო საწვავის ეფექტიანობის პროგრამის ინიცირება საქართველოში და საწვავის ეკონომიის ინიციატივის (GFEI) განვითარება კავკასიაში“. პროექტი საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის (GFEI) ნაწილია და წარმოადგენს პირველ ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საწვავის ეკონომიის საკითხებზეა მიმართული. პროექტის მხარდამჭერია „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამა“ (UNEP) და GFEI-ის პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი (ITF) და ავტომონილისტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIA Foundation) ფონდი. პროექტის მონაწილეები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. პროექტის ფარგლებში, ფონდმა მოამზადა ტრანსპორტის, ჰაერის დაბინძურების შემცირების და საწვავის ეკონომიის მდგრადი განვითარების სხვადასხვა სახის საკანონმდებლო და ანალიტიკური დოკუმენტი.

http://www.myvideo.ge/v/1298305
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.