ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ამზადებს სტატიების სერიას საგზაო უსაფრთხოებაზე

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დაიწყო სტატიების მომზადება საგზაო უსაფრთხოების რისკებსა და პრობლემების შესახებ. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან. სტატიები უკვე დაიბეჭდა გაზეთებში "Georgia Today", "Investor.ge" და ჟურნალ "მაუწყებელში".

ოფიციალური მონაცემებით, წლიურად 6 000-ზე მეტი საგზაო ავარია ხდება საქართველოს გზებზე. სტატიებში გაანალიზებულია ავარიების გამომწვევი მიზეზები და მიმოხილულია საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების მწვავე პრობლემები, რაც სერიოზულ საფრთხეებს უქმნის საზოგადოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ავტორები რესპოდენტებთან ერთად განიხილავენ პრობლემების მოგვარების გზებს.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" აგრძელებს თანამშრომლობას მედიასთან და მომავალშიც დაგეგმილია მსგავსი სტატიების გამოქვეყნება. მომდევნო სტატიებში განხილული იქნება საგზაო უსაფრთხოების მეორე გლობალურ კვირეულის შედეგები, რომელიც ეძღვნება ფეხითმოსიარულეთა პრობლემებს. კვირეული გაიმართება 2013 წლის 6-13 მაისს და მასში ფონდიც მიიღებს მონაწილეობას.

სტატიები იხილეთ:

Georgia Today – “Sleeping Policeman” awake! Save our children!

Georgia Today - Dr. Vato Surguladze: “a firebrand for road safety” 

Georgia Today – Pedestrians, “You have the right to remain silent” 

Georgia Today – Dodge Or Die: a sidewalk by other name...

Georgia Today – Dodge Or Die: Crossing the Street in Georgia

Investor.ge - Driving In Tbilisi

ჟურნალი „მაუწყებელი“ - ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.