აქცია ბათუმის სკოლაში

2011 წლის 11 მაისს ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა ბავშვებთან, რომელიც ,,საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომელთათვისაც იქნა ნაჩვენები ფილმი ,,სახიფათო თამაში“, ბავშვებს ასევე დაურიგდათ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის მასალები - წიგნები, რვეულები, გულსამაგრები, სპეციალური ამრეკლები ფეხითმოსიარულეთათვის, პოსტერები და ა.შ.ფილმის ნახვის შემდეგ ბავშვებმა განიხილეს ის სიტუაციები, რომელიც ნაჩვენები იყო ფილმში და გამართეს დისკუსია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე, აქცენტები განსაკუთრებით გაკეთებული იქნა ფეხითმოსიარულეთა წესებსა და ნორმებზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.