EASST-ის პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების შეხვედრა

მინსკში მოეწყო შეხვედრები, რომლებსაც ესწრებოდნენ EASST-ის პარტნიორები, მათ შორის, ფონდის „პარტნიორბა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა შრომითი საგზაო უსაფრთხოების მართვა, სკოლების უსაფრთხოების ვარსკვლავებით შეფასების სისტემა, ადვოკატირების კამპანიები. ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგები უსაფრთხო ტრანსპორტთან, ავტოპარკის მენეჯერებისა და შერჩეული პარტნიორებისთვის განკუთვნილი ავტოპარკის მართვის ონლაინ კურსებთან, EASST-ის სასწავლო სახელმძღვანელოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ასევე, მოეწყო კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობების, მობილობასა და საგზაო რისკებთან დაკავშირებით და განხილულ იქნა ეს საკითხი უშუალოდ EASST-ის რეგიონის ქვეყნების მაგალითებზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.