EASST - საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობა

“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” იწყებს თანამშრომლობას ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გზებზე უსაფრთხოების საკითხებში. გასულ თვეში ბოსნია-ჰერცოგოვინას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელებმა  თხოვნით მიმართეს პარტნიორობას გაეზიარებინათ 2007-2011 წლებში საქართველოში ჩატარებული უსაფრთხოების ღვედების კამპანიების გამოცდილება. ყველა მოთხოვნილი მასალა: ვიდეო კლიპები და უსაფრთხოების ღვედებზე ჩატარებული კვლევები პარტნიორობამ გადასცა  ბოსნია ჰერცოგოვინას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს უსასყიდლოდ. მათ დაიწყეს მასალის გამოყენება თავიანთ ქვეყანაში უსაფრთხოების ღვედების მოხმარების გაზრდის მიზნით. ბოსნია-ჰერცოგოვინას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი და საქართველოს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებენ თანამშრომლობას, რათა მოხდეს უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოცდილების გაზიარება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.