EASST - საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობა

“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” იწყებს თანამშრომლობას
ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გზებზე უსაფრთხოების საკითხებში. გასულ თვეში ბოსნია-ჰერცოგოვინას
საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელებმა თხოვნით მიმართეს პარტნიორობას გაეზიარებინათ
2007-2011 წლებში საქართველოში ჩატარებული უსაფრთხოების ღვედების კამპანიების გამოცდილება.
ყველა მოთხოვნილი მასალა: ვიდეო კლიპები და უსაფრთხოების ღვედებზე ჩატარებული კვლევები
პარტნიორობამ გადასცა ბოსნია ჰერცოგოვინას
საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს უსასყიდლოდ. მათ დაიწყეს მასალის გამოყენება თავიანთ
ქვეყანაში უსაფრთხოების ღვედების მოხმარების გაზრდის მიზნით. ბოსნია-ჰერცოგოვინას საგზაო
უსაფრთხოების დეპარტამენტი და საქართველოს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებენ
თანამშრომლობას, რათა მოხდეს უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების
გამოცდილების გაზიარება.