Ambebi.ge - ახალშობილები ღვედებიანი სავარძლებით დასაჩუქრდნენ

ყოველდღიურად მსოფლიოში ავტოავარიის შედეგად 500 მცირეწლოვანი ბავშვი იღუპება. ამ მიზეზით საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში 1730 ბავშვი დაშავდა და 101 გარდაიცვალა. ყოველწლიურად ავარიის შედეგად მიყენებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებებში ათასობით მოზარდი ხვდება, რისი მიზეზი უმეტესად მშობლების მხრიდან უსაფრთხოების ღვედებისა და ბავშვთა სპეციალური   სავარძლების გამოუყენებლობაა. 
ფონდ `პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის~ ინიციატივით ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს სიმბოლურად ახალშობილებს საჩუქრად გადაეცათ ღვედებით აღჭურვილი სპეციალური სავარძლები, რაც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას მათი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. აქცია ამჯერად ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ UშAID-ის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე. 
` ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული. ჩვენი უპირველესი მოვალეობა სწორედ მათზე ზრუნვაა, ვინც დაუცველია. ღვედი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დამცავი მექანიზმია, ამიტომ მისი გამოყენება სავალდებულო უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მშობელი თვითონ არ უფრთხილდება თავისი შვილის უსაფრთხოებას და ამით უხეშად არღვევს ბავშვის უფლებას,~ _ აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.
საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა 16 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობისა და დაშავების მაღალი მაჩვენებელი. შეამცირებს თუ არა ღვედის სავალდებულო გამოყენება ავარიების ფატალურ შედეგს, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სინაურიძემ ცალსახად გვიპასუხა, რომ `საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, დაღუპულთა 60%-ის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, მათ რომ ღვედი კეთებოდათ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად მაქვს შეხება ძალიან ბევრ ტრავმასთან, რომლის აცილება ღვედის გამოყენების შემთხვევაში მარტივად შეიძლებოდა~. 
ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებასთან, მათ შორის, ღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების მენტალური დამოკიდებულების შეცვლა. ბევრს ღვედი უბრალოდ ზედმეტ ბარგად მიაჩნია და მის გამოყენებას აუცილებლად არ მიიჩნევს. `ამ შემთხვევაში ცოტა დაძალებაა საჭირო, ვგულისხმობ, კანონს, რომელიც იდეალური ვარიანტია ამ სასარგებლო და აუცილებელი ჩვევის საქართველოში დასამკვიდრებლად. უღვედოდ გადაადგილება სულაც არ ნიშნავს ვაჟკაცობას. საკუთარი შვილის და გარშემო მყოფების სიცოცხლეს თუ არ გაუფრთხილები, სხვებზე ზრუნვაზე საუბარი ნამდვილად ფუჭია. როგორც მოქალაქე და ექიმი, ღვედის სავალდებულო გამოყენებას ცალსახად ვუჭერ მხარს. მიმაჩნია, რომ მისი გამოყენება თავდაცვის რეფლექსამდე უნდა დაიყვანებოდეს. პირადად, საჭესთან ვარ თუ მძღოლის გვერდით ვზივარ, ყოველთვის ვიკრავ ღვედს,~_ განაცახდა ზაზა სინაურიძემ. 
უსაფრთხოების ღვედის გამოყენების მხარდამჭერი საქმიანობა საქართველოში პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით მიმდინარეობს. ფონდ `პარტნიორობა `საგზაო უსაფრთხოებისთვის~ მიერ საქართველოში ღვედის გამოუყენებლობის ეკონომიკური და სოციალური ღირებულების თაობაზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ უსაფრთხოების ღვედების გარეშე დაზარალებული მძღოლები და მგზავრები 3-ჯერ უფრო ხშირად მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებებს და 7-ჯერ მეტად იღებენ სასიკვდილო ტრავმებს, ვიდრე ისინი, ვინც შეკრული ღვედით გადაადგილდებიან. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილებისა და დაშავებულების საშუალო ასაკი 31 წელია, მათგან დაახლოებით 67% მამაკაცია, ხოლო განსაკუთრებით საგანგაშოა მცირეწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული სტატისტიკა. ამავე დროს, ავარიების გამო საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად თავისი მთლიანი შიდაპროდუქტის 1-1,5%-ს კარგავს.
დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ღვედი დაახლოებით 40-60%-ით ამცირებს სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებსა და სიკვდილიანობის ალბათობას. ღვედის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია. პარლამენტის ვიცე-სპოკერის რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, `კ ღვედის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით ანონშიცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა და აღნიშნული საკითხის პირველი მოსმენა სავარაუდოდ მიმდინარე სესიების განმავლობაში მოხდება. საზოგადოების უსაფრთხოება და დაცულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუკი ღვედის გამოყენებით ადამიანის სიცოცხლეს დავიცავთ, არ შეიძლება ამას მხარი არ დავუჭიროთ~. 
ასე რომ, შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საქართველოში ყველა ტიპის გზაზე სავალდებულო გახდეს, როგორც ავტომაგისტრალებზე, ისე ქალაქებში გადადგილებისას. რაც შეეხება აქციას, ღუდუშაურის ცენტრში ის პირველად ჩატარდა და ფონდის წარმომადგენლები საქართველოში ღვედის პოპულარიზაციის ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ, რადგან ტრანსპორტით გადაადგილებისას ღვედებიანი სავრძლები ბავშვების უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.