პირველადი დახმარება
ავარიის შემთხვევაში
შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე, რადგან დაზარალებულს სჭირდება თქვენი დახმარება!
- მშველელის მოლოდინში ნუ შეეცდებით დაშავებულის სხეულის გადაადგილებას, მოხსენით ყველაფერი, რაც შეიძლება რომ სულს უხუთავდეს;
- სისხლდენის შემთხვევაში ნუ შეუხვევთ ჭრილობას სახვევით, დააწექით არტერიას ჭრილობის მიმართულებით;
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სული რომ არ შეეხუთოს თავი გვერდზე გადაუწიეთ;
დამწვრობის შემთხვევაში
ნუ ეცდებით დაზარალებულისთვის ტანსაცმელის გახდას ან რაიმე ქსოვილის შემოცლას;
- დამწვარი ადგილი დაუფარეთ სუფთა, წყლიანი ქსოვილით;
- დაზარალებულს დამწვარ ადგილზე არ დაადოთ არანაერი მედიკამენტი ექიმის მითითების გარეშე;
- არ გამოიყენნოთ ლოსიონები, კრემები და კარაქი;
- ნუ გახეთქავთ წყლულებს;
მოტეხილობის შემთხვევაში
თუ დაზარალებულმა გაიგო მტვრევის ხმა, კიდურებს ვერ ამოძრავებს, გრძნობს ძლიერ ტკივილს ან აღენიშნება დეფორმაცია, ე.ი. ადგილი აქვს მოტეხილი.
- ნუ გადაადგილებთ დაზარალებულს თუ ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არსებობს;
- მოეხმარეთ მოძებნოს მისთვის მოხერხებული პოზა დახმარების მოსვლამდე;
- აკონტროლეთ სისხლდენა თუ ასეთი არის;




























