ჩვენს შესახებ

გზებზე უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მიზნით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) შექმნა ფონდი (FIA Foundation), რომელიც ცდილობს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართოს ამ ინიციატივაში, რათა ერთად ვიმოქმედოთ ავტო-საგზაო შემთხვევების გლობალური სტატისტიკის შესამცირებლად.
2006 წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), მისი ფონდის (FIA Foundation), ადილოგბრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოლში დაფუძნდა ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომელიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრასა და ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად.
2007 წლის სექტემბრიდან, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (FIA Foundation) ფინანსური მხადაჭერით ფონდმა დაიწყო პროექტი ,,უსაფრთხოების ღვედების გამოყენების პოპულარიზაცია საქართველოში“, რომელიც 2010 წლის დეკემბერში კანონის მიღებით დაგვირგვინდა. კანონი გულისხმობს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე. ფონდმა ასევე განახორციელა პროექტი ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“.
დაწვრილებით ინფორმაცია პროექტების შესახებ იხილეთ - მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში.




























