საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’

სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’ გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა გაიმართა.

დოკუმენტი გაეროს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის ექსპერტების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით არის მომზადებული.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საგზაო უსაფრთხოების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობენ, ასევე, საფინანსო ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.