„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი მალაიზიაში საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგს დაესწრო

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ ტრეინინგს დაესწრო, რომელიც „არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსის საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსის)“, FedEx-ისა და მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაიმართა. ტრეინინგი განკუთვნილი იყო მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების ადვოკატებისთვის, რომელნიც 2016 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მემფისში შეირჩა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსი)“ 2012 წელს დაფუძნდა, რომლის წევრი 180-ზე მეტი ორგანიზაციაა მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან. საქართველო და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ალიანსის წევრი 2013 წელს გახდა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.