„უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის ჟურნალისტებისთვის, ადგილობრივი მთავრობისა და დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა და განხილვა მოხდა. შეხვედრა გაიმართა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და  CRRC-საქართველოს ორგანიზებით.

კვლევის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული  საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაყვანების სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობა, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა და ამ სფეროს გასაუმჯობესებლად, შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება. შეხვედრაზე საზოგადოებას კვლევის მიგნებები და პოლიტიკის დოკუმენტი CRRC-საქართველოს მკვლევარმა - გიორგი ბაბუნაშვილმა და ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა - ირაკლი იზორიამ გააცნეს.

კვლევა განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.