ფონდის დამფუძნებელი ჩინეთში საგზაო უსაფრთხოების შესახებ გამართულ სამიტზე მოხსენებით წარსდგა

21-23 სექტემბერს,ჩინეთის ქალაქ იჩანგში საგზაო უსაფრთხოების შესახებ გამართულ ყოველწლიური სამიტი გაიმართა, სადაც ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა მოხსენებით წარდგა. მან მიმოიხილა ფეხითმოსიარულეთა პრობლემები და მისი გადაჭრის გზები, თუ როგორ გავხადოთ ფეხითმოსიარულეები გზის პირველი კლასის მომხმარებელნი.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება კვლევისა და ქალაქში ტრანსპორტის განვითარების კუთხით. სამიტს ესწრებოდნენ მკვლევარები, ქალაქის ტრანსპორტისა და განვითარების პრაქტიკოსები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრა წელს პირველად გაიმართა, თუმცა იგი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.