ღია სტუდია - საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქის ინფრასტრუქტურა
რადიო პირველზე გადაცემის „ღია სტუდია“ სტუმარი იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია. გადაცემის მთავარი თემა მობილობისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა. ირაკლი იზორიამ ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზე, ტაქსების რეგულირების საკითხზე, ველო ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. შეაფასა მიმდინარე რეფორმები, წარმოადგინა არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების აღმოფხვრის გზები.
https://1tv.ge/audio/ghia-studia-sazogadoebrivi-transporti-da-qalaqis-infrastruqtura/?fbclid=IwAR2Gh15464yf2DvOYvyJfMsSzuRQtfmEC_4_aOx4KrJ8YCvzhA_SpHndHDI