ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო

2011 წლის 11 მაისს ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ (PFRS) ინიციატივით საქართველო ოფიციალურად შეურთდა გლობალურ კამპანიას ,,საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის სამოქმედო გეგმა 2011-2020 “ (DECADE OF ACTION FOR ROAD SAFETY 2011-2020). ღონისძიება გაიმართა დღის 12 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით;
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა;
> ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელის პრეზენტაცია;
> ჩამოსული ბრიტანელი და უკრაინელი სტუმრების მისალმება\პრეზენტაცია;
> ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებს საკუთარ ქვეყანაში და როგორ ესახებათ ამ საკითხების მოგვარების გზები.
> სტუდენტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სარეკლამო ვიდეო რგოლების ჩვენება;
> სოციალური სიმღერის და კლიპის პრეზენტაცია ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით (ვაჟა მანია, თიკა ჯამბურია, სოფო ხალვაში, გიორგი მეფისაშვილი, სალომე ბაკურაძე, ია ჩანტლაძე, მარიკა თხელიძე, მიშა მდინარაძე);
> ტორტის გაჭრა და დაჯილდოვების ცერემონია (დაჯილდოვდა საუკეთესო სარეკლამო რგოლის ავტორი);