ფონდის დირექტორი ტელეარხ იმედზე

ფონდის "პარტნიორობა
საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია იყო გადაცემის “იმედის კვირის“
სტუმარი ტელეარხ იმედზე. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოტესტებთან დაკავშირებული
რეფორმა იყო, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების
მართვა კრიმინალიზებული ხდება. რეფორმა დადებითად
იქნა შეფასებული იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ნარკოტიკულ თრობას უკავშირდება. წარმოდგენილ
იქნა შემოწმების მექანიზმი, რომელიც საერთაშრისოდ დონეზეა აღიარებული.
https://www.imedi.ge/ge/video/35423/alkotesti-mdzgolebistvis--akhali-regulatsia-romelits-1-aprilidan-amoqmeddeba?fbclid=IwAR0AG1F4C_I-GKgNcr8L1xjp1kGYCxA6YWrkSapVa0Ab4y2kWq4gLElYVco