ტურიზმი და საგზაო უსაფრთხოება ტელეარხ ერთსულოვნებაზე

ფონდის
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია იყო გადაცემის “განთიადის“
სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე. გადაცემის მთავარი თემა იყო ტურიზმი და საგზაო უსაფრთხოება.
მან ისაუბრა მსოფლიო ტენდენციებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის აღმოფხვრა აუცილებელია
საქართველოში. საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება ტურიზმის განვითარებისთვისაც
მნიშვნელოვანია. საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, გაუმჯობესდეს
საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები მანქანების გაქირავების სერვისების მიმწოდებლების
და ტურიტული კომპანიების მიერ, რათა ქვეყანა ამ კუთხითაც იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი.