პარლამენტი ღვედის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს.

დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტი ავტომანქანაში გამოუყენებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს. კანონპროექტი პარლამენტს 26 ოქტომბერს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა რამდენიმე დაუზუსტებელი საკითხის გამო მისი დამტკიცება გადაიდო.

ღვედის გამოუყენებლობისთვის როგორც ქალაქში, ისე სოფლებში მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველ დეკემბერს შევა.

„ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას ერთ თვეს, რომ ღვედებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოაგვარონ. ასევე ჩავატარებთ საინფორმაციო კამპანიებს ერთი თვის განმავლობაში, რომ ღვედის შემოღება სავალდებულო ხდება, ხოლო მისი არგამოყენების შემთხვევაში დამრღვევი პირი 40 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.

ghn.ge 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.