აქცია მძღოლებისთვის და ფეხითმოსიარულეებისთვის
ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ 8 ივლისს თბილისის ქუჩებში გამართა აქცია ფეხითმოსიარულეებისთვის და მძღოლებისთვის. აქციის ფარგლებში მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს დაურიგდათ სხვადასხვა სანფორმაციო ტიპის მასალები, მათ შორის - ამრეკლი საგნები ფეხითმოსიარულეებისთვის, რომელიც მათ დღის ბნელ მონაკვეთში დაეხმარებათ, რომ მძღოლებისთვის კარგად შესამჩნევები იყვნენ. ხოლო მძღოლებს სტიკერები და მანქანის სურნელოვანი საკიდები სხვადასხვა სლოგანებით უსაფრთხოების ღვედების შესახებ. აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენება მოსახლეობისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ.
ზემოდ ხსენებული ღონისძიება გაიმართა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილზე და მოიცვა დაახლოების 500 ადამიანი.