პროექტის წარდგენა რადიო პირველზე

რადიო პირველზე, გადაცემის „ღია სტუდია“ მთავარი თემა პროექტის „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოების გაზრდა“. რადიოს პირდაპირ ეთერს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი  ირაკლი იზორია, პროექტების კოორდინატორი გიორგი ჩუტკერაშვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ნათია კორკოტაძე სტუმრობდნენ.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“  მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედია კამპანიას.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ UNICEF-ის და  აღმოსავლეთის ალიანსის EASST-ის მხარდაჭრით.

http://radio1.ge/ge/videos/view/179738.html
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.