ირაკლი იზორია საგზაო უსაფრთხოების აუდიტის შესახებ იბერია ტვ-ზე

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია იბერია-ტვ-ს გადაცემა „ბიზნეს კოდს“ სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში.

დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამახურთან შედგა სამუშაო შეხვედრები, ფონდმა სამუშაო ჯგუფს პარტნიორებთან ერთად ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, შენიშვნები და რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემულ ანგარიშში ასახულ იქნა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.

 

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://iberiatv.ge/ka/gadacemebi/biznes-kodi/article/10199-usafrthkhoeba-gzebze
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.