აქცია ქუთაისში

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს აღნიშნავს, რომლის გზავნილია გაუფრთხილდი სიცოცხლეს: #შეანელე! ცენტრის ორგანიზებით კვირეულში ჩაერთო ქუთაისის 32- საჯარო სკოლა. საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 - ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს. საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული დაჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო. #შეანელე #SlowDown
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.