ფოტოკონკურსი დასრულდა

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი დასრულდა, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ზე მიმდინარეობდა. ფოტოკონკურსის მონაწილეობისათვის საჭირო იყო, მონაწილეს გადაეღო სურათი საგზაო უსაფრთხოების შესახებ და გამოეგზავნა ფონდის ელექტრონულ მისამართზე. გამარჯვებული გამოვლინდა Like-ების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმის ოდენობით. ფოტოკონკურსის გამარჯვებულია გიორგი გორდიაშვილი, რომელსაც გადაეცა პრიზი - iPad Nano 8GB. ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს.




























